სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენელთა მარში
„სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენელთა მარშის უკან რადიკალური ოპოზიცია დგას“,- ეს განცხადება პრემიერ-მინისტრმა გააკეთა. ირაკლი კობახიძის თქმით, თბილისის ქუჩებში ევროპული ღირებულებების დაცვის სახელით შენიღბული პროტესტი, სინამდვილეში რევოლუციური სქემის ნაწილია. ერთ-ერთი მსვლელობა ადვოკატების სახელით გაიმართა, რომლის თანაორგანიზატორი იურისტ ქეთი ქვარცხავას ასოციაციაც იყო. ამავდროულად, ქვარცხავა ჩართული იყო პარტია „ლელოს“ დამფუძნებლის, ბადრი ჯაფარიძის საქმეში, რომელსაც ანტიკორუფციულ ბიურო პარტიის დაფინანსებასთან დაკავშირებული თანხის წარმომავლობაზე ედავებოდა.
