ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატები გაიმართა
ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატები გაიმართა. დისკუსიის თემა იყო საქართველოში მშვიდობიანი, პროევროპელი დემონსტრანტების დარბევა. ევროკომისიის სახელით განცხადება დემოკრატიისა და დემოგრაფიის საკითხებში ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა გააკეთა. პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლები.
