უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა. პიტერ სიიარტო ამბობს, რომ მისი ესტონელი კოლეგა მართალია. „ჩვენ ნამდვილად ვთამაშობთ სხვა გუნდში, ის არის ომის მომხრე გუნდში, მე კი მშვიდობის მომხრე გუნდთან ერთად ვდგავარ. ეს არის რეალობა“,- ამბობს პეტერ სიიარტო. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ეს კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უნგრეთის და სლოვაკეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ სანქციებზე ვეტოს დადების შემდეგ განაცხადა, რომ უნგრეთი, როგორც ჩანს, „სხვა გუნდში თამაშობს“.
