ქართული ოპოზიცია უნგრეთს და სლოვაკეთს საქართველოს მიმართ დაბლოკილი სანქციების გამო აკრიტიკებს
ქართული ოპოზიცია უნგრეთს და სლოვაკეთს საქართველოს მიმართ დაბლოკილი სანქციების გამო აკრიტიკებს. საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები და კონკრეტული ქმედებები ოპოზიციისთვის ვიწროპარტიულ ინტერესებამდე დადის. პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ხელისუფლების ოპონენტებს მხოლოდ ერთი მიზანი აქვთ - ეს არის საქართველოსთვის ზიანის მიყენება. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიციას აღიზიანებს და თავს ესხმის ყველას და ყველაფერს, რაც საქართველოს და ქართველის ხალის ინტერესს ემსახურება.
