დიპლომატიური პასპორტების შეზღუდვის საკითხი
დიპლომატიური პასპორტების შეზღუდვის საკითხი არის სიმბოლური აქტი და მას პრაქტიკული დატვირთვა არ აქვს - ამის შესახებ მმართველ გუნდში აცხადებენ. ირაკლი კობახიძის თქმით, ადამიანებს, რომლებსაც აქვთ დიპლომატიური პასპორტები, ასევე აქვთ არადიპლომატიური პასპორტები, რომლითაც შეუძლიათ სხვადასხვა ქვეყანაში შესვლა.
