საქართველოს მორიგი გამარჯვება
საქართველოს ხელისუფლების კიდევ ერთი გამარჯვება სტრასბურგში, რომლითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. სტრასბურგის სასამართლომ საქმეზე „ტაგანოვა და სხვები საქართველოსა და რუსეთის წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე საკუთრების უფლების დარღვევის ფაქტებზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა. იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ევროპის სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველოს ხელისუფლების მიერ წარმოებული გონივრული და მშვიდობიანი დეოკუპაციის მართებულობა.
