სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენელთა მარშებით ცნობილი პერფორმანსების უკან, პრემიერ-მინისტრის განცხადებით, რადიკალური ოპოზიცია დგას
სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენელთა მარშებით ცნობილი პერფორმანსების უკან, პრემიერ-მინისტრის განცხადებით, რადიკალური ოპოზიცია დგას. ირაკლი კობახიძის თქმით, თბილისის ქუჩებში ევროპული ღირებულებების დაცვის სახელით შენიღბული პროტესტი, სინამდვილეში რევოლუციური სქემის ნაწილია. ერთ-ერთი მსვლელობა ადვოკატების სახელით გაიმართა, რომლის ორგანიზატორი იურისტი ქეთი ქვარცხავა იყო. ამავდროულად ქვარცხავა ჩართული იყო პარტია „ლელოს“ დამფუძნებლის ბადრი ჯაფარიძის საქმეში, რომელსაც ანტიკორუფციულ ბიურო პარტიის დაფინანსებასთან დაკავშირებული თანხის წარმომავლობაზე ედავებოდა.
