ევროპარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, რობერტა მეცოლამ ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის ევროპარლამენტში მიიწვია
ევროპარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, რობერტა მეცოლამ ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის ევროპარლამენტში მიიწვია. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ევროპარლამენტის სხდომაზე, სალომე ზურაბიშვილის მიწვევით, პატარა პერფორმანსი უნდა შედგეს. გარდა ამისა, მთავრობის მეთაური გამოეხმაურა კაია კალასის განცხადებას. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ კაია კალასმა სალომე ზურაბიშვილს ხაზი გადაუსვა, როდესაც აღნიშნა, რომ 29 დეკემბერს გადის მისი უფლებამოსილების ვადა. ირაკლი კობახიძის თქმით, 29 დეკემბერს მას მოუწევს თანამდებობის დატოვება და ჩაანაცვლებს არჩეული პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი.
