ბაჰრეინში გამართული მსოფლიო ჩემპიონატიდან ქართველი ძალოსნები სამშობლოში დაბრუნდნენ
ბაჰრეინში გამართული მსოფლიო ჩემპიონატიდან ქართველი ძალოსნები სამშობლოში დაბრუნდნენ. აეროპორტში მათ გულშემატკივრები, ოჯახის წევრები, 3-გზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე, მედიისა და ძალოსნობის ფედერაციის წარმომადგენლები დახვდნენ. პლანეტის პირველობაზე 96 კილოგრამ წონით კატეგორიაში წარმატებით გამოვიდა რეზი დავითაძე. ნაკრების მთავარი მწვრთნელის, გიორგი ასანიძის ხელმძღვანელობით, ქართველი სპორტსმენი ატაცში ოქროს, ხოლო ორჭიდის ჯამში ვერცხლის მედალს დაეუფლა.
