ჩავარდნილი სცენარი
ბრიუსელმა ოპოზიციის მოლოდინი არ გაამართლა. ევროკავშირი საქართველოს ოფიციალური პირების წინააღმდეგ სანქციებს არ შემოიღებს. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომაზე, აზრთა სხვაობამ რადიკალიზმის მსურველების გეგმა ჩაშალა. სწორედ დღევანდელი სხდომიდან „ქართული ოცნება“ არეულობის მაპროვოცირებელ გადაწყვეტილებების ელოდა. საფრთხე ბოლომდე არ განეიტრალებული და როგორც ჩანს, პროცესების რადიკალიზაციის მსურველებისთვის როგორც თბილისში, ისე დასავლეთში, ბოლო ბერკეტად 29 დეკემბერი ესახებათ. ბრიუსელში დღეს პირდაპირ ითქვა, რომ ვიდრე სალომე ზურაბიშვილს არჩეული პრეზიდენტი ოფიციალურად ჩაანაცვლებს, ბევრი რამ შეიძლება მოხდეს
სიუჟეტის ავტორი: მარიამ გიგანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
