საქართველოს ენერგეტიკულ სისტემას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ობიექტი შეემატა
საქართველოს ენერგეტიკულ სისტემას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ობიექტი შეემატა - „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ ქვესადგურის „წყალტუბო 500“-ის მშენებლობა დაასრულა, რომელიც მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, „ენერგომომარაგების საიმედოობისა და ფინანსური გაჯანსაღების პროექტის“ ფარგლებში განხორციელდა. საქართველოს ელექტროგადამცემი ქსელის განვითარებისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ობიექტის მშენებლობის დასრულების ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი, პირველი ვიცე-პრემიერი, , ასევე ენერგეტიკული კომპანიების ხელმძღვანელები და სხვა მაღალი რანგის სტუმრები ესწრებოდნენ. პროექტის განხორციელების შედეგად, მნიშვნელოვნად გაძლიერდება მაღალი ძაბვის გადამცემი ქსელი, შესაძლებელი გახდება ელექტროენერგიაზე მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილება. აღსანიშნავია, რომ ქვესადგურის მშენებლობისას დასაქმებული იყო 350-მდე ადამიანი. სამშენებლო სამუშაოები 2022 წელს დაიწყო და 2024 წელს დასრულდა, პროექტის ღირებულებამ თითქმის ოცი მლნ. დოლარი შეადგინა
