საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება ჩინეთის უმსხვილესმა ავიაკომპანია ეარ ჩაინამ დაიწყო
საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება ჩინეთის უმსხვილესმა ავიაკომპანია ეარ ჩაინამ დაიწყო. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პირველი პირდაპირი რეისი ურუმჩიდან შესრულდა, ჩამოვიდა 98 მგზავრი, ხოლო თბილისიდან ჩინეთის მიმართულებით 121 მგზავრი გაემგზავრა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პირველი მგზავრებისთვის და ავიაკომპანიის წარმომადგენლებისთვის, დახვედრა გაიმართა. ორ ქვეყანას შორის უვიზო რეჟიმის ორმხრივად ამოქმედების შემდეგ, ჩინური ავიაკომპანიების მხრიდან საქართველოს მიმართ ინტერესი გაზრდილია.
