საჯარო სამსახურის შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებზე ოპოზიცია და მათი მხარდამჭერები საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობენ
საჯარო სამსახურის შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებზე ოპოზიცია და მათი მხარდამჭერები საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობენ. ყალბი აჟიოტაჟია თითქოს ხელისუფლებამ საჯარო მოხელისთვის ქართული ენის ცოდნის ვალდებულება გააუქმა. კანონის მეხუთე მუხლში მკაფიოდ წერია რომ სახელმწიფო სამსახური და საჯარო სამსახური ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ენაზე - ქართულად.