პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, ისტორიაში პირველად საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი მოსახლეობის უმრავლესობას სისხლისღვრით ემუქრება
პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, ისტორიაში პირველად საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი მოსახლეობის უმრავლესობას სისხლისღვრით ემუქრება. შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილი იქცა კიდევ ერთ პრეზიდენტად, რომელიც პირდაპირ დაკავებულია საკუთარი ქვეყნის უცხო გავლენებისთვის ჩაბარებით. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, აქვთ ბერკეტი, რათა არ დაუშვან მტრული ძალების ზრახვების ასრულება, ამ საქმეში კი საქართველოს ხელისუფლების მთავარი დასაყრდენი ქართველი ხალხია.
