აფხაზეთში ტრაგიკულად დაღუპული ფეხბურთელის ზაზა ბენდელიანის სახელობის რიგით 34-ე საფეხბურთო ტურნირი „ლოკომოტივის“ გამარჯვებით დასრულდ
აფხაზეთში ტრაგიკულად დაღუპული ფეხბურთელის ზაზა ბენდელიანის სახელობის რიგით 34-ე საფეხბურთო ტურნირი „ლოკომოტივის“ გამარჯვებით დასრულდა. ფინალში თბილისის გუნდმა ყაზახეთის „კაირატი“ 1-0 დაამარცხა. გამარჯვების ბურთი სანდრო იაშვილმა გაიტანა, ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ კი ჩემპიონი გუნდის ფეხბურთელი საბა სუჯაშვილი აღიარეს. 11-წლამდე ფეხბურთელებს შორის გამართული შეჯიბრება ზაზა ბენდელიანის ოჯახის წევრებისა და მეგობრების ორგანიზებით გაიმართა.
