გიორგი მიქაუტაძემ საფრანგეთის საფეხბურთო ჩემპიონატის წლევანდელ გათამაშებაში მორიგი გოლი გაიტანა
გიორგი მიქაუტაძემ საფრანგეთის საფეხბურთო ჩემპიონატის წლევანდელ გათამაშებაში მორიგი გოლი გაიტანა. ლიგა ერთის მე-15 ტურში „ლიონი“ სტუმრად „პარი სენ-ჟერმენთან“ 1-3 დამარცხდა. წაგებულებს შორის კი, ერთადერთი ბურთი მე-40 წუთზე ქართველი ფორვარდის ანგარიშზეა. გიორგი მიქაუტაძის ანგარიშზე მიმდინარე გათამაშებაში 4 გოლი და 1 საგოლე პასია.
