საფრანგეთის მაიოტაში ციკლონ „ჩიდოს“ ასობით ადამიანი ემსხვერპლა
საფრანგეთის მაიოტაში ციკლონ „ჩიდოს“ ასობით ადამიანი ემსხვერპლა. დაზიანდა დროებითი საცხოვრებელი სახლები, სამთავრობო შენობები და საავადმყოფო. სინოპტიკოსების ცნობით, ბოლო 90 წლის განმავლობაში, ეს ყველაზე ძლიერი ციკლონია. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, სტიქიამ რეგიონში საკვების, წყლისა და სანიტარული პირობების ხელმისაწვდომობის პრობლემა შექმნა.
