დიდი ბრიტანეთის მთავრობა სირიელი ხალხის მხარდასაჭერად, 50 მილიონი გირვანქა სტერლინგის ოდენობით, დახმარების პაკეტს გამოყოფს
დიდი ბრიტანეთის მთავრობა სირიელი ხალხის მხარდასაჭერად, 50 მილიონი გირვანქა სტერლინგის ოდენობით, დახმარების პაკეტს გამოყოფს. საგარეო საქმეთა მინისტრის დევიდ ლემის ცნობით, 30 მილიონი გირვანქა სტერლინგი, მილიონზე მეტი ადამიანის საცხოვრებლით უზრუნველყოფას და გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას მოხმარდება.10 მილიონი - მეზობელ ქვეყნებში მყოფ სირიელთა მხარდასაჭერად, მსოფლიო სასურსათო პროგრამაში ჩაირიცხება, დარჩენილი 10 მილიონი კი, რეგიონში მყოფი ლტოლვილების დახმარებას მოხმარდება.
