სირიაში განვითარებული მოვლენები ისრაელის პრემიერ მინისტრისა და შეერთებული შტატების სატელეფონო საუბრის ერთ ერთი მთავარი საკითხი იყო
სირიაში განვითარებული მოვლენები ისრაელის პრემიერ მინისტრისა და შეერთებული შტატების სატელეფონო საუბრის ერთ ერთი მთავარი საკითხი იყო. 14 დეკემბერს გამართული დიალოგის შესახებ ბენიამინ ნეთანიაჰუმ საგანგებო განცხადებისას ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისრაელს სირიაში კონფლიქტის ინტერესი არ აქვს, თუმცა იქიდან მომდინარე პოტენციური საფრთხის აღკვეთას, აუცილებლად მიიჩნევს.
