უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი, „ტაურუსის“ რაკეტების მიწოდებაზე უარი, გერმანიის კანცლერის საარჩევნო დაპირება იქნება, ამის შესაებ გერმანული მედია წერს
უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი, „ტაურუსის“ რაკეტების მიწოდებაზე უარი, გერმანიის კანცლერის საარჩევნო დაპირება იქნება, ამის შესაებ გერმანული მედია წერს. სოციალ-დემოკრატიული პარტიის საარჩევნო პროგრამის გაცნობის შემდეგ, გამოცემა იუწყება, რომ შოლცის პარტია მხარს უჭერს უკრაინის სამხედრო დახმარებას, თუმცა ზომიერად, რადგან გერმანია და ნატო არ იქცნენ ომის მხარედ. სოციალ-დემოკრატიული პარტიის საარჩევნო პროგრამაში არაფერია ნათქვამი ნატოში უკრაინის გაწევრების შესახებ მიმდინარე დისკუსიაზე ან უკრაინის უსაფრთხოების სხვა გარანტიებზე. საარჩევნო პროგრამას სოციალ-დემოკრატები 17 დეკემბერს, პარტიის ყრილობაზე დაამტკიცებენ.
