თბილისის მერი კახა კალაძე სამგორის რაიონში, 28-ე საბავშვო ბაგა ბაღის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო
თბილისის მერი კახა კალაძე სამგორის რაიონში, 28-ე საბავშვო ბაგა ბაღის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო. ახალი ბაღი 450 ბავშვზეა გათვლილი. სამუშაოები მომავალ წელს დასრულდება. ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი ვარლამ ლიპარტელიანი, თბილისის საბავშვო ბაგა ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახა აბულაძე და სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე.
