მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია 29 დეკემბერს გაიმართება
ახლად არჩეული პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია 29 დეკემბერს გაიმართება. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ მიხეილ ყაველაშვილი სრულიად შეცვლის პრეზიდენტის თანამდებობასთან დაკავშირებით საქართველოში არსებულ ცუდ პრაქტიკას. სახელისუფლებო გუნდში აცხადებენ, რომ ახლად არჩეული პრეზიდენტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს სახელმწიფოებრიობის, სუვერენიტეტის განმტკიცებაში, ასევე ქვეყანაში რადიკალიზმის და პოლარიზაციის შემცირებაში. არჩეულ პრეზიდენტთან ექსკლუზიურ ინტერვიუს ნახავთ დღეს, „იმედის კვირაში“ 20:00 საათზე.
