ლევან საგინაშვილის მორიგი ტრიუმფი
ლევან საგინაშვილის მორიგი ტრიუმფი. ქართველმა მკლავჭიდელმა ისთ ვესთის ღონისძიება მოიგო და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნა. ჰალკის მეტოქე ჯერი კადორეტი იყო და ლევანმა ლეგენდარულ ამერიკელ მეტოქეს უშანსოდ, 4:0 მოუგო. ლევან საგინაშვილს მსოფლიო ჩემპიონატი 7-ჯერ, ხოლო ევროპის ჩემპიონატი 6-ჯერ აქვს მოგებული.
