ამერიკული ტელეარხი ABC-ი შტატების არჩეული პრეზიდენტისთვის 15 მილიონი დოლარის კომპენსაციის გადახდას დათანხმდა
ამერიკული ტელეარხი ABC-ი შტატების არჩეული პრეზიდენტისთვის 15 მილიონი დოლარის კომპენსაციის გადახდას დათანხმდა. საქმე ცილისწამებას ეხება, რომლის დროსაც არხის ტელეწამყვანმა, ცრუ ინფორმაცია გაავრცელა და ტრამპი „გაუპატიურებაში პასუხისმგებლად“ გამოაცხადა. ჟურნალისტის ქმედების გამო ტელეარხმა ბოდიში მოიხადა და სასამართლო დავის მოგვარების შეთანხმების დოკუმენტიც გაავრცელა, რომლის მიხედვითაც არხი ტრამპს კომპენსაციას გადაუხდის.