საფრანგეთის ჩრდილოეთ ნაწილში სროლის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა
საფრანგეთის ჩრდილოეთ ნაწილში სროლის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა. ინციდენტი ქალაქ დიუნკერკის მახლობლად მიგრანტების ბანაკთან და მეზობელ ქალაქ ვორმუტში მოხდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა 22 წლის მამაკაცმა აიღო. მისი ავტომობილის ჩხრეკისას სამი ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს. სროლის მოტივის შესახებ ცნობები არ ვრცელდება. დაწყებულია გამოძიება.
