გიორგი ქოჩორაშვილის ზუსტი პენალტი
ესპანეთის ლა ლიგის მე-19-ე ტურში „ლევანტეს“ და „კორდობას“ მატჩი 2:2 დასრულდა, ერთი გოლი კი, გიორგი ქოჩორაშვილმა გაიტანა. ქართველმა ფეხბურთელმა 72-ე წუთზე პენალტი ზუსტად დაარტყა და იმ დროისთვის საკუთარი გუნდი წინ გაიყვანა. გიორგი 85-ე წუთზე შეცვალეს.
