გურამ კაშიას გამარჯვების გოლი
სლოვაკეთის ჩემპიონატის მე-18 ტურში ბრატისლავის „სლოვანმა“ სადაც გურამ კაშია თამაშობს „დუნაისკა სტრედა“ 2:1 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა კი გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა. ქართველმა მცველმა მეტოქის კარი 69-ე წუთზე აიღო და ვლადიმირ ვაისის გუნდს მნიშვნელოვანი სამი ქულა მოუტანა.
