ოლაფ შოლცის განცხადება
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი მიიჩნევს, რომ მათ მიერ უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი იარაღის მიწოდება, ან რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დარტყმების განხორციელების უფლების მიცემა, შეცდომა იქნებოდა. ცნობას უკრაინული მედია გერმანული სააგენტო „ენ ტივიზე“ დაყრდნობით ავრცელებს. გერმანიის კანცლერი აღნიშნავს, რომ მისი ხელმძღვანელობით გერმანია უკრაინის მეორე უმსხვილესი სამხედრო მხარდამჭერი გახდა. ამასთან შოლცი აცხადებს, რომ „ნებისმიერ ფასად“ უნდა იქნას თავიდან აცილებული კონფლიქტი რუსეთსა და ნატოს შორის.
