რუსმა ოკუპანტებმა გამთენიისას მიკოლაევს დრონებით შეუტიეს
რუსმა ოკუპანტებმა გამთენიისას მიკოლაევს დრონებით შეუტიეს. საოლქო ადმინისტრაციის ცნობით იერიშის სამიზნეში ინფრასტრუქტურული ობიექტები მოექცა. ვრცელდება ცნობა ორი დაშავებულის შესახებ. დრონებით თავდასხმები განხორციელდა სუმის და ხარკოვის ოლქებში. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით გასული დღე ღამის განმავლობაში 276 საბრძოლო შეტაკება მოხდა. ფრონტის ხაზის ყველაზე ცხელ წერტილებად აღმოსავლეთ რეგიონებისა და კურსკის მიმართულებები რჩება.
