რუსთავში, ქალაქის მთავარი ნაძვის ხე აინთო და საახალწლო სოფელი გაიხსნა
რუსთავში, ქალაქის მთავარი ნაძვის ხე აინთო და საახალწლო სოფელი გაიხსნა. ნაძვის ხესთან, პატარებს ყინულის მოედანი, თოვლის ბაბუა, ზღაპრის გმირები და საშობაო ბაზრობა დახვდათ. საახალწლო სოფელი სადღესასწაულო განწყობით და სხვადასხვა სახის სიურპრიზით, რუსთაველ ბავშვებს, შვიდი იანვრის ჩათვლით უმასპინძლებს.
