ვითარება საავტომობილო გზებზე
ვითარება საავტომობილო გზებზე. თბილისი სენაკი ლესელიძის საავტომობილო გზის ოკამი, ბორითის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტო ტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. ასევე ხაშური ახალციხე ვალეს საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი, ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა შესაძლებელია. დღეიდან სამგზავრო მატარებლების მოძრაობა ჩვეულ რეჟიმში განახლდება. ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს. ცნობისთვის, 13 დეკემბერს, უამინდობის გამო საქართველოს რკინიგზამ გარკვეული რეისები გააუქმა.
