სახელისუფლებო გუნდმა გუშინ რუსთაველზე დაგეგმილი პროვოკაციები თავიდან აირიდა და ნაძვის ხის ანთების ღონისძიება გადადო
სახელისუფლებო გუნდმა გუშინ რუსთაველზე დაგეგმილი პროვოკაციები თავიდან აირიდა და ნაძვის ხის ანთების ღონისძიება გადადო. კახა კალაძემ თქვა, რომ საზეიმო ღონისძიება, ეკუთვნის პატარებს, ბავშვებს, თუმცა რადიკალურმა ოპოზიციამ აქაც კი იკადრა უკადრებელი და ნაძვის ხის წინ ბავშვების ადგილი დაიკავა. ამიტომ, კახა კალაძემ მოქალაქეებს, რომლებიც ბავშვებთან ერთად აპირებდნენ რუსთაველის გამზირისკენ წასვლას, დაშლისკენ მოუწოდა. რუსთაველზე მივიდა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე და ქართული ოცნების მხარდამჭერებს დაშლისკენ მოუწოდა
