თავდასხმა მართლმადიდებელ ეკლესიაზე
ბრძოლა ეკლესიის წინააღმდეგ, ბოლშევიკური მეთოდებით. ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძრის მრევლი გმობს გუშინ, სასულიერო პირების მისამართით აქციის მონაწილეების მხრიდან გაჟღერებულ ცილისმწამებლურ, შეურაცხმყოფელ განცხადებებს. ამბობენ, რომ სასულიერო პირების შეურაცხყოფა კატეგორიულად მიუღებელია. შეკრებილ მრევლთან ერთად, დეკანოზმა შალვა კეკელიამ, სამშვიდობო პარაკლისს გადაიხადა. ერთად ილოცეს მშვიდობისთვის და ქვეყნის კეთილდღეობისთვის
