სეულში პრეზიდენტის გადაყენებას ზეიმობენ
სეულში პრეზიდენტის გადაყენებას ზეიმობენ. სამხრეთ კორეის პარლამენტმა პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა. იუნ სუკ იოლის გადაყენებას ხმა 204-მა დეპუტატმა მისცა. იმპიჩმენტის საკითხზე კენჭისყრა გასულ შაბათს მმართველი პარტიის ბოიკოტის გამო ჩავარდა, თუმცა ოპოზიციამ საკითხი კენჭისყრაზე მეორედ გაიტანა. პრეზიდენტის მოვალეობას დროებით პრემიერ მინისტრი ჰან დოკ სუ შეასრულებს
