საფრანგეთის პრეზიდენტმა ქართველ ხალხს მიმართა
საფრანგეთის პრეზიდენტმა ქართველ ხალხს მიმართა. ემანუელ მაკრონმა ვიდეო სოციალურ ქსელში გაავრცელა. მისი თქმით, დიალოგი ყველა ქართველის პასუხისმგებლობაა, რამაც ქართველ ხალხს საშუალება უნდა მისცეს, საკუთარი ბედი განაგონ. ემანუელ მაკრონის მიმართვა გააკრიტიკეს უცხოელების ნაწილმა. მათ საკუთარი პოზიცია საფრანგეთის პრეზიდენტის ფეისბუქ გვერდზე დააფიქსირეს. ფეისბუქ მომხმარებელთა ნაწილი თვლის, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა საკუთარ ქვეყანას უნდა მიხედოს და მას ქართველი ხალხისთვის ჭკუის სწავლების უფლება არ აქვს
