ირაკლი კობახიძე: მიხეილ ყაველაშვილის არჩევა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და ჩვენი სუვერენიტეტის განმტკიცებაში, ასევე ქვეყანაში რადიკალიზმის და ე.წ. პოლარიზაციის შემცირებაში
საქართველოს არჩეული პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილია. ყაველაშვილს პრეზიდენტად არჩევა მიულოცა საქართველოს პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ. პრემიერის თქმით, მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტობის პირობებში პრეზიდენტის ინსტიტუტს დაუბრუნდება თავისი კონსტიტუციური მისია. პრემიერი დარწმუნებულია, რომ ახლად არჩეული პრეზიდენტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს სახელმწიფოებრიობის, სუვერენიტეტის განმტკიცებაში, ასევე ქვეყანაში რადიკალიზმის და პოლარიზაციის შემცირებაში