გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მეტეოროლოგიური პირობების შედარებით გაუმჯობესების შედეგად, თბილისი, სენაკი, ლესელიძის საავტომობილო გზის მონაკვეთზე, როგორც დასავლეთის, ისე აღმოსავლეთის მიმართულებით, ავტო ტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, ხოლო ოკამი ბორითის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტო ტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია. საავტომობილო გზა იწმინდება და იყრება ტექნიკური მარილი. დიდთოვლობისა და ძლიერი ქარის გამო, შეფერხებებით მოძრაობს სამგზავრო მატარებლები. უამინდობის გამო უქმდება 14 დეკემბერს აღმოსავლეთ საქართველოდან დასავლეთისკენ და დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ მიმავალი სამგზავრო მატარებლების რეისები. საქართველოს რკინიგზა მგზავრობის საფასურს მგზავრებს სრულად აუნაზღაურებს
