დღეს, რუსთაველის გამზირზე, 19:00 საათზე საზეიმოდ აინთება დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე
დღეს, რუსთაველის გამზირზე, 19:00 საათზე საზეიმოდ აინთება დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე. კახა კალაძემ მოსახლეობას მიმართა და პატარებთან ერთად ზეიმზე დასწრებისკენ მოუწოდა. მან ხაზი გაუსვა საზოგადოების გარკვეული ნაწილის მხრიდან პროვოკაციების მცდელობას და აღნიშნა, რომ ყველაფერს შესაბამისი უწყების წარმომადგენლები გააკონტროლებენ, საღამო კი მშვიდ ვითარებაში ჩაივლის
