ირაკლი კობახიძემ სამწუხარო უწოდა სალომე ზურაბიშვილის ქმედებებს და თქვა, რომ პრეზიდენტი პირდაპირ უპირისპირდება საკუთარი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს
ირაკლი კობახიძემ სამწუხარო უწოდა სალომე ზურაბიშვილის ქმედებებს და თქვა, რომ პრეზიდენტი პირდაპირ უპირისპირდება საკუთარი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. პრემიერის განცხადებით, 29 დეკემბერს საბოლოოდ იწურება სალომე ზურაბიშვილის უფლებამოსილების ვადა და მას მოუწევს პენსიაზე გასვლა. ეს განცხადება პრემიერმა აზერბაიჯანული ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა
