„ტვ პირველზე“ თავდასხმის საქმე
სპეციალური საგამოძიებო სამსახური ტვ პირველის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების დეტალებზე საუბრობს. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ თავდასხმაში მონაწილე პირების და მათი თანამზრახველების იდენტიფიცირების, ასევე, გადაადგილების მარშრუტის დადგენის მიზნით, შემოწმდა შემთხვევის ადგილის სიახლოვეს, ასევე სხვადასხვა ქუჩაზე განთავსებული 35-ი ობიექტის სამეთვალყურეო ვიდეოკამერების ჩანაწერები, რომელთა დიდი ნაწილიც ამოღებულია. ერთ-ერთი ტელეკომპანიის სატელევიზიო ეთერში, დანაშაულის შესაძლო ჩამდენი პირების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, კი გამოიკითხა ამ ტელეკომპანიის ჟურნალისტი, რომელმაც დანაშაულში შესაძლო მონაწილე პირთა თაობაზე გამოძიებას სხვადასხვა წყაროსგან მიღებული ინფორმაცია მიაწოდა, თუმცა წყაროს დასახელება არ ისურვა.
