საქართველოს მორიგი აღიარება
ეგრეთ წოდებული ოფშორების კანონს, რომელსაც რადიკალები აპროტესტებდნენ და შემდეგ ზურაბიშვილმა ვეტო დაადო, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ორგანიზაცია დადებითად აფასებს. ევროპის საბჭოს ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ ექსპერტთა კომიტეტმა ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ჩვენი ქვეყნის მაჩვენებლები გაუმჯობესებულია. აღსანიშნავია, რომ „მანი ვალის“ 27 წევრი ქვეყნიდან მხოლოდ შვიდს, მათ შორის საქართველოს აქვს „მნიშვნელოვნად შესაბამისი“ შეფასება.

სიუჟეტის ავტორი: ნინო ჩუბინიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები