„მონეტარული პოლიტიკის განვითარების შემდგომი ნაბიჯები“ - საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა
„მონეტარული პოლიტიკის განვითარების შემდგომი ნაბიჯები“ - საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა, რომლის მიზანიც მონეტარული პოლიტიკის ჩარჩოს, არსებული გამოწვევებისა და სამომავლო დახვეწის შესახებ დისკუსიების გამართვა და ანალიზი იყო. კონფერენცია სიტყვით გახსნა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა. ნათია თურნავამ ისაუბრა მონეტარული პოლიტიკის განვითარების მნიშვნელობასა და არსებულ ტენდენციებზე. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მსოფლიოს წამყვანი ეკონომისტები, სხვადასხვა ქვეყნის ცენტრალურის ბანკების წარმომადგენლები. კონფერენციის ფარგლებში გაიმართა თემატური დისკუსიები.
