მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ახალი სახელმწიფო რწმუნებული წარუდგინა
მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ახალი სახელმწიფო რწმუნებული, დავით ვერავა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს, რწმუნებულის ადმინისტრაციაში წარუდგინა. ყურადღება გამახვილდა რეგიონში სახელმწიფო პრიორიტეტებით გათვალისწინებულ პროექტებზე. დავით ვერავა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის პოზიციას იკავებდა ის მანამდე საქართველოს ეროვნული ბანკის სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონალური ფილიალის მმართველი იყო, ასევე მუშაობდა სხვადასხვა ბანკების რეგიონულ მმართველად.
