საპროტესტო აქციაზე ნიღბის აკრძალვის, ასევე პიროტექნიკის გამოყენების რეგულაციებთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა
საპროტესტო აქციაზე ნიღბის აკრძალვის, ასევე პიროტექნიკის გამოყენების რეგულაციებთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა. პიროტექნიკის ნაწარმის იმპორტი, ექსპორტი, წარმოება ან რეალიზაცია - ნებართვა-ლიცენზიის გარეშე, 5 ათას ლარიან ჯარიმას დაექვემდებარება. პიროტექნიკის უკანონო გამოყენება, „შეკრებისა და მანიფესტაციების“ კანონის შესაბამისად, 5 ათას ლარიან ჯარიმას ან 15-დღემდე ვადით ადმინისტრაციულ პატიმრობას გამოიწვევს. 2 000 ლარიანი ჯარიმა დაწესდება ლაზერის ან ნიღბის გამოყენების შემთხვევაში, კანონის ეს ნაწილი არ გავრცელდება მხოლოდ მათზე, ვინც აქციებზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებს.
