სამოქალაქო საზოგადოების საფარქვეშ, პოლიტიკური აქტორების ნაწილი, ევროკავშირს მიმართავს და საკუთარი ქვეყნის დასჯას სთხოვს
სამოქალაქო საზოგადოების საფარქვეშ, პოლიტიკური აქტორების ნაწილი, ევროკავშირს მიმართავს და საკუთარი ქვეყნის დასჯას სთხოვს. საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალასისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მინისტრების სახელზე გაგზავნილ წერილს ხელს, ჯამში, 16 ადამიანი აწერს, მათ შორის: სერგი კაპანაძე, თემურ იაკობაშვილი, შოთა უტიაშვილი, ეკა ტყეშელაშვილი, გიორგი კანდელაკი. მიმართვაში ისინი ევროკავშირს 16 დეკემბერს სანქციების დაწესებას, დიპლომატიური პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შეჩერებას და ხელახალი არჩევნების ჩატარებას, ასევე ოპოზიციური მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას სთხოვენ. ინფორმაცია „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს ხელმძღვანელმა გაასაჯაროვა.
