დავით კეზერაშვილი აგვისტოს ომის დღეებში ნაყიდ ბრილიანტებზე უკვე მეორე დღეა არაფერს ამბობს
დავით კეზერაშვილი აგვისტოს ომის დღეებში ნაყიდ ბრილიანტებზე უკვე მეორე დღეა არაფერს ამბობს. ამ თემაზე საუბარს გაურბის ნაციონალური მოძრაობაც. მმართველი გუნდი კი სვამს კითხვას, რატომ მფარველობენ და არ გადმოსცემენ ქართულ მხარეს დავით კეზერაშვილს მაშინ, როდესაც, ქართული მართლმსაჯულების შემდეგ, საერთაშორისო სასამართლომაც დაადასტურა კეზერაშვილის მძიმე დანაშაული. შეგახსენებთ, ქრონიკამ მოიპოვა დოკუმენტები - დავით კეზერაშვილის სახლში ინახებოდა ბრილიანტები, რომლებიც მათ შორის 2008 წლის 12 აგვისტოს, არის შეძენილი.
