ქვეყანაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით პატრიარქი განცხადებას ავრცელებს
ქვეყანაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით პატრიარქი განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ აუცილებელია, თითოეული ჩვენგანის ვალდებულებად იქცეს მშვიდობისთვის ზრუნვა. პატრიარქი მოუწოდებს ყველას, გაემიჯნონ ძალადობას და გააცნობიერონ, რომ ვითარების დაძაბვა საფრთხეს უქმნის ქვეყნის მთავარ მონაპოვარს - სახელმწიფოებრიობასა და სუვერენიტეტს! ამავე განცხადებაში ნათქვამია, რომ უმართავი პროცესების თავიდან აცილების მიზნით, მნიშვნელოვანია კონსტრუქციული დიალოგი.
