რუსულმა არმიამ უკრაინის ენერგო ობიექტებზე მასშტაბური შეტევა მიიტანა
რუსულმა არმიამ უკრაინის ენერგო ობიექტებზე მასშტაბური შეტევა მიიტანა. უკრაინის 8 ოლქში ოკუპანტის სამიზნე კრიტიკული და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა იყო. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებით ოკუპანტის რაკეტების დიდი ნაწილის განადგურება შეძლეს. უკრაინის ენერგოკომპანიის განცხადებით, ენერგოობიექტების დაზიანების გამო, ქვეყნის მოსახლეობის ნახევარს ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდება. რუსული თავდასხმის შედეგად დაზიანებულია ოდესის საპორტო ინფრასტრუქტურა.