უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა განაცხადა, რომ უკრაინა სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებისთვის მზად არ არის
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა განაცხადა, რომ უკრაინა სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებისთვის მზად არ არის. მისი თქმით, უკრაინა უნდა გაძლიერდეს იმისათვის, რათა მოსკოვთან ძლიერი და თანაბარი პოზიციით დაიწყოს ომის დასრულებაზე დისკუსია. ერმაკი აღნიშნავს, რომ კიევი მზად არ არის, რადგან არ ყოფნის შეიარაღება და არ აქვს მყარი გარანტიები, რომ ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ 2-3 წელიწადში რუსეთი ახალ აგრესიას არ განახორციელებს. ერმაკის განცხადებით, ვოლოდიმირ ზელენსკის სურს ჯო ბაიდენს უკრაინის ნატოში გაწევრიანების შესახებ კიდევ ერთხელ ესაუბროს. ამერიკის პრეზიდენტს ტრამპის ინაუგურაციამდე კიდევ აქვს საშუალება უკრაინის ალიანსში მიწვევა დააჩქაროს.
