ლევან მგალობლიშვილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ და აფხაზეთიდან დროებით დევნილ ახალგაზრდებს შეხვდა
თანამედროვე ტექნოლოგიებთან წვდომისა და საგანმანათლებლო პროცესების ხელშეწყობის მიზნით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე აფხაზეთის სულიერი განვითარებისა და ეროვნული ფასეულობების დაცვის ცენტრის დირექტორთან ერთად, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ და აფხაზეთიდან დროებით დევნილ ახალგაზრდებს შეხვდა. ლევან მგალობლიშვილმა მათ პლანშეტური კომპიუტერები გადასცა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მყოფი ახალგაზრდების ერთმანეთთან მჭიდრო კომუნიკაციის მნიშვნელობაზე და ამ მხრივ, აფხაზეთის მთავრობის საქმიანობის გაძლიერებაზე.
